სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: ბულინგი-სასკოლო ოინი თუ ნორმად ქცეული ძალადობა
პროექტის იდეა: მოსწავლეების, მშობლების, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება-  ბულინგის არსის გაცნობა, გააზრება და  პრევენცია სკოლაში.
პროექტის აქტუალურობა: დღეისათვის არამარტო საქართველოში არამედ სხვა ქვეყნებში ბულინგი დიდ პრობლემას წარმოადგენს. დღევანდელი ჩვენი საზოგადოება აქტიურად საუბრობს ბავშვებზე ძალადობის თემაზე და ხშირ შემთხვევაში საკითხს მხოლოდ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ჭრილში განიხილავს, მაშინ როცა არანაკლებ აქტუალურია მოზარდებს შორის არსებული დაპირისპირება . მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ფლობს ინფორმაციას ბულინგის შესახებ. მათ არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან, რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენს გარშემო ხშირია ჩაგვრის ფაქტები, რომელიც ითხოვს ყურადღებას, საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას პრობლემის აღმოსაფხვრელად. უსაფრთხო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, დღესდღეობით ჯერ კიდევ ხშირია ბულინგის შემთხვევები და აღნიშნული პროექტით შესაძლებელი გახდება თუნდაც ერთი შემთხვევის თავიდან აცილება.
პროექტის მიზანი:  მოსწავლეების,  მშობლების, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება აღნიშნულ პრობლემის რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან  სკოლაში არსებულ აღნიშნულ პრობლემას და მის გამომწვევ მიზეზებს.   თავიდან ასაცილებლად წინასწარ დასახავენ  სათანადო ღონისძიებებს
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ბულინგზე და მის თვისებებზე. თუ რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე ბულინგი ( ფსიქოლოგიური, ფიზიკური, კიბერბულინგი). რამდენად ფლობენ ინფორმაციას სკოლის მოსწავლეები და გააკეთებენ სტატისტიკურ ანალიზს. რას ფიქრობს ამაზე საზოგადოება, რა პრევენციები არსებობს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად და რა ღონისძიების გატარებაა საჭირო ამ მხრივ. შეისწავლიან ბულინგის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას და დაასაბუთებენ ამ პრობლემის აღმოფხვრაში საზოგადოების თითოეული წევრის როლს.  მოსწავლეები გაინაწილებენ დავალებებს (ინტერვიუს აღება,  ვიდეო ფილმის მომზადება,ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პლაკატების დამზადება, ბუკლეტების გაკეთება და ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში).
      სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას.
მონაწილეთა ასაკი: 16-18
ვადები / ხანგრძლივობა: 2 თვე
საგნებთან კავშირი, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ისტ
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის მსველობა (ძირითადი აქტივობები):
1.  აქტივობა: 27.02.  შევხვდით მოსწავლეებს (კლასი)  და ვისაუბრეთ სკოლებში არსებულ პრობლემებზე, ერთობლივად ავირჩიეთ  პროექტი თემა  ,,ბულინგი-სასკოლო ოინი თუ ნორმად ქცეული ძალადობა“, წინასწარ განვსაზღვრეთ  პროექტის მიზნები და მისაღწევი  შედეგები. დავგეგმეთ  აქტივობები, რომლებიც შედეგზე გაგვიყვანდა .
2. აქტივობა: 08.03  მოსწავლეები შევკრიბეთ და გონებრივი იერიშის მეთოდით გავიგეთ თუ რა იციან ,,ბულინგის“ შესახებ.
3. აქტივობა: 13.03  შუბლზე მივაკარით ფერადი ფურცლები. მათ არ იცოდნენ თუ რა ფერის ფურცლები ჰქონდათ. დავალება იყო ასეთი: მათ უნდა შეექმნათ ჯგუფები საუბრის გარეშე. ერთი მათგანი ჯგუფის გარეთ დარჩა. იმ მოსწავლემ  გაგვიზიარა შთაბეჭდილება თუ რა გრძნობა დაეუფლა მაშინ, როდესაც ჯგუფს გარეთ დარჩა. ბოლოს ავუხსენით თუ რა არის ბულინგი და მივეცით დავალებები. თითოეულ მოსწავლეს დავავალეთ მოეძიებინათ ინფორმაციები ბულინგის შესახებ.
4. 16.03  მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაციები. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა სხვადასხვა საკითხები ბულინგზე, ასევე ვიდეოები  YouTube-დან და სხვა.
 5.  აქტივობა: ,, ფორთოხალი“  21.03
მოსწავლეები  ორ ჯგუფად გავანაწილეთ და მივეცით დავალება. პირველ ჯგუფს უნდა მოეპოვებინა ფორთოხლის გული წვენის დასამზადებლად. მეორე ჯგუფს კი სჭირდებოდა ფორთოხლის კანი წამლის დასამზადებლად.   ჯგუფებს  არ ჰქონდათ ინფორმაცია  თუ რომელ ჯგუფს ფორთოხლის რომელი ნაწილი სჭირდებოდათ. აქტივობის შედეგებმა მოგვცა  ნათელი სურათი- შეთანხმებულად მოქმედებენ თუ არა  მოსწავლეები და ქცევებში ავლენენ თუ არა ბულინგის თვისებებს.
6.აქტივობა: ,,გამოიცანი ვინ ვარ“ 29.03
 მოსწავლეებს ზურგზე მივამაგრეთ  ცნობილი ადამიანების ფოტოები, მაგრამ მათ არ იცოდნენ თუ ვისი ფოტო ჰქონდათ. მათ უნდა ჩაენიშნათ თითოეული მოსწავლის რეაქცია,რომელსაც ავლენდნენ ფოტოს დანახვისას. ბოლოს შევაჯამეთ და თითოეულმა მოსწავლემ გამოხატა თავისი აზრი, თუ რას გრძნობდნენ, მაშინ, როცა მოსწავლეების რეაქციას უყურებდნენ. ამ აქტივობის მიხედვით მოსწავლეებმა თავიანთ თავზე განიცადეს თუ რას გრძნობენ  ბულინგის მსხვერპლი პირები ჩაგვრისა და დაცინვის დროს.
7. აქტივობა: სიტუაციური ამოცანები: 03.04
ა)მოსწავლეები დავაჯგუფეთ და დავუნაწილეთ 4 სხვადასხვა ფერის დანომრილი ფურცლები. ( 1 2 3 4 ). ერთ-ერთი ჩვენთაგანი კითხულობდა სიტუაციურ ამოცანას, რის შემდეგაც ჯგუფი ერთიანი გადაწყვეტილებით აჩვენებდა იმ ნომერს, რომელსაც ეთანხმებოდნენ. ამ აქტივობის საშუალებით მოსწავლეებმა გამოავლინეს, ის თუ რას გააკეთებენ, როდესაც საქმე ბულინგის სხვადასხვა სახეს შეეხება.
ბ)მოსწავლეები დავყავით ჯგუფებად და მივეცით 15 წუთი რათა გაეკეთებინათ პრეზენტაცია ჩვენს მიერ მიცემულ თემებზე. სულ გამოვყავით 4 ჯგუფი
საპრეზენტაციო თემა:  1.ფიზიკური ბულინგი,  2. ფსიქიკური ბულინგი, 3.კიბერ ბულინგი  4. პრობლემის გადაჭრის გზები. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა  პრეზენტაცია.
8. აქტივობა: 10.04  მოსწავლეებმა ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე აიღეს ინტერვიუ დირექტორისგან, სამოქალაქო განათლების მასწავლებლისგან და 11 კლასის დამრიგებლისგან.  გადაიღეს ვიდეო ფილმი სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
9. აქტივობა:19.04  მოსწავლეებმა მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასებს გააცნეს ბულინგის რაობა, მოსალოდნელი შედეგები და მისცენ რჩევები ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად.
10.  24.04 მოსწავლეები შევაფასეთ  წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკის საფუძველზე.
პროექტის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:
·         ამაღლდება ინფორმაციულობის დონე
·         მოსწავლეებს შეეძლებათ თავი დაიცვან ძალადობისგან და თავადაც არ იქცნენ მოძალადეებად და დაეხმარონ თავიანთ თანატოლებს საკუთარი უფლებების დაცვაში.
შექმნიან პროდუქტს:
·         ვიდეო მასალა;
·         ბუკლეტები;
·         ჩანაწერები;
რესურსები : საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ვიდეო კამერა, ტელეფონი, ფორთოხალი.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ  არიან.
პროექტის ფასილიტატორი: ხულოს რაიონის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლის  უცხო ენის მასწავლებელი: ირინე ბერიძე,  
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: irine.beridze.94@mail.ru    

Comments