ჩემ შესახებ

სახელი და გვარი: ირინე ბერიძე
დაბადების თარიღი: 27.02.1994
დაბადების ადგილი: ხელვაჩაური
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, მყავს ერთი შვილი
2012 წელს  დავამთავრე ხელვაჩაურის, სოფ თხილნარის N2 საჯარო სკოლა. ამავე წელს სწავლა დავიწყე ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 2014 წელს უნივერსიტეტის მაინორის პროფესიად ავირჩე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მომენიჭა ინგლისური ენის ფილოლოგის ბაკალავრის ხარისხი.
2016 წელს მუშაობა დავიწყე ხულოს მუნიციპალიტეტში კერძოდ ოქრუაშვილების საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად.
2016 წელს სწავლა დავიწყე წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ინგლისური ენის მიმართულებით. 2018 წელს დავამთავრე მაგისტრატურა და მივიღე მაგისტრის აკადემიური ხარისხი განათლების უცხოური ენის მიმართულებით.
2017 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე მივი 10 კრედიტი და 2017 წლის 28 ოქტომბერს მივიღე უფროსი მასწავლებლის ხარისხი.
2018 წლის გაზაფხულზე დავიწყე მუშაობა ჩაოს საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად.
აქტიურად ვარ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ვცდილობ ბევრ საინტერესო აქტივობებს ვუხელმძღვანელო. ხშირად ვესწრები ტრენინგებს პროფესიული თუ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებისთვის.
ვარ სიახლეების მოყვარული, აქტიური და შრომისმოყვარე. მინდა ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილები მხოლოდ ინგლისური ენის შესწავლაზე არ იყოს ორიენტირებული. ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და ვფირობ მეტიც შემიძლია.





Comments