პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საშუალო საფეხურზე

2018-2019 სასწავლო წელს ჩაოს საჯარო სკოლაში დავგეგმე და განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. თემა "ინგლისურად მეყველების პრობლემა საშუალო საფეხურზე". კვლევის პროცესში დავადგინე პრობლემის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები:       
ü  დაბალი თვითშეფასება;
  ü  ენობრივი ბარიერი;
  ü  ლექსიკური მარაგის სიმწირე;
  ü  უცხო ენაზე კომუნიკაციის ნაკლებობა;
  ü   გრამატიკული შეცდომების კომპლექსები;

პრობლემის გამომწვევი მიზეზების განხილვის შემდეგ ჩამოვაყალიბე კვლევის მიზნები:


ჩემი კვლევის მიზანი იყო დეტალურად შემესწავლა ინგლისურ ენაზე მეტყველების  პრობლემის სირთულე და მისი გამომწვევი მიზეზები საშუალო საფეხურზე, გამომენახა პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები. განმესაზღვრა აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობდა მეტყველების უნარის განვითარებას. შედეგების ანალიზის საფუძველზე შემეფასებინა გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა ინგლისურ ენაზე მეტყველების ხარისხი.
კვლევის მიზნის მისაღწევად განვსაზღვრე კვლევის ამოცადები: 
ჩემი კვლევის ამოცანა იყო მეპასუხა მთავარ შეკითხვებზე:

  • ·         რამ მისცა საფუძველი ამ პრობლემის წარმოქმნას? 
  • ·         რა ხერხებით შევძლებ მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე მეტყველების უნარის განვითარებას?
  • ·         როგორ შეიძლება ეს პროცესი ვმართო?
  • ·         ვის უნდა მივმართო დახმარებისთვის?
  • ·         რა მეთოდებსა და სტრატეგიებს უნდა მივმართო ინტერვენციისათვის? 
  •   რა სარგებელი ექნება პრობლემის მოგვარებით მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს?

აღნიშნულ კითხვებზე რომ მეპასუხა,  ჩემი ამოცანა იყო გამომეყენებინა შემდეგი აქტივობები:

  1. *      პრე - ტესტი - მოსწავლეთა ინგლისურად მეტყველების უნარის შემოწმება მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემით
  2. *      წერილობითი გამოკითხვა - გამოვიკითხო მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები
  3. *      ინტერვიუ - დაეფიქსირებინათ  საკუთარი პოზიცია
  4. *      ფოკუს ჯგუფის შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
  5. *      ინტერვენციები
  6. *      პოსტ-ტესტი - საბოლოო ტესტი მიღწეული შედეგების შესამოწმებლად
  7. *      მონაცემების კოდირება და ანალიზი
  8. *      შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია

კვლევის შემდეგ ეტაპზე მოვიძიე ლიტერატურა. განვსაზღვრე კვლევის სამიზნე ჯგუფი:
  1.              საშუალო საფეხურის მოსწავლეები - ექვსი მოსწავლე
  2.            საშუალო საფეხურის მოსწავლეების მშობლები - ექვსი მშობელი
  3.         უცხოური ენის მასწავლებლები ჩემი სკოლიდან - 2 მასწავლებელი 
  4.        ინგლისური ენის მასწავლებლები სხვა სკოლიდან - ოთხი მასწავლებელი 
  5.              უცხო ენის ფაკულტეტის სტუდენტები - ხუთი სტუდენტი 
  6.             მშვიდობის კორპუსის მოხალისე უცხო ენის მასწავლებელი - ერთი მასწავლებელი

Comments