გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
გეგმა
გაკვეთილის
თემა:
|
They didn’t used to throw things away
|
სწავლების
საფეხური / დისციპლინის ან ინტეგრირებული საგნის დასახელება:
|
9
|
მოსწავლეთა
რაოდენობა:
|
2 მოსწავლე
|
აქტივობის
მიზნები და მისაღწევი შედეგები:
|
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის
აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და
სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები:
|
უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის
გასაუმჯობესებლად.
|
თანმიმდევრობა:
|
I ფაზა
( გამოწვევა) 13 წთ
საორგანიზაციო
საკითხები 2 წთ
აქტივობა
1: brainstorming
(ასოციაციური რუკა)
3წთ
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მიწოდებული სურათების გამოყენებით ერთმანეთს დაუკავშირონ
სურათები და სათაური აზრობრივი კავშირების მიხედვით
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეებს კომპიუტერით
ვაჩვენებ 5 სურათს
![]() ![]() ![]() ![]() ![]()
და შემდეგ დაფაზე ვწერ გაკვეთილის სათაურს: people
didn’t used to throw things away. მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან მათი ვარაუდები თუ რასთან
დაკავშირებით იქნება მოცემული გაკვეთილი.
აქტივობა №2:
გამოტოვებული ადგილების შევსება; 8 წუთი, ინდივიდუალური
მუშაობა:
აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ტექსტის გამოტოვებული
ადგილების შევსებას მიწოდებული სიტყვების გამოყენებით.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს მივცემ ტექსტს, სადაც
გამოტოვებული იქნება სხვადასხვა სიტყვები, რომლებიც მოცემული იქნება ტექსტის ქვემოთ.
მათ უნდა შეავსონ ტექსტი მიწოდებული სიტყვების გამოყენებით.
II ფაზა (ცოდნის კონსტრუირება) 15 წუთი
აქტივობა №3: პრეზენტაციის მომზადება; 15
წუთი, წყვილებში
მუშაობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ მოამზადონ
პრეზენტაცია ტექსტისა და სურათების გამოყენებით.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში და მოამზადებენ პრეზენტაციას Power Point Presentation - ში. მათ ექნებათ 15 წუთი, რომ მოამზადონ
და წარადგინონ პრეზენტაცია კლასში.
III ფაზა (რეფლექსია)
7 წთ
დროის
ამოწურვის შემდეგ წარადგენენ პრეზენტაციას. 7 წთ.
ბოლოს
შევაფასებ მოსწავლეებს და მივცემ საშინაო დავალებას.
|
შეფასება:
|
ანალიტიკური
შეფასების რუბრიკა
|
საკლასო
მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები:
|
წიგნი,
რვეული, დაფა, ცარცი, კალამი, ფანქარი, კომპიუტერი, სურათები google - დან.
|
ანალიტიკური
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
არადამაკმაყოფილებელი
(1 ქულა)
|
დამაკმაყოფილებელი
(2 ქულა)
|
კარგი
(3 ქულა)
|
ძალიან კარგი
(4 ქულა)
|
ჩართულობა
|
არ მონაწილეობს აქტივობაში ან მ ონაწილეობს ძალიან იშვიათად.
|
იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში.
|
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობაში
|
აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აქტივობაში.
|
თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს ამ თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თანატოლთან
წყვილში მუშაობაში.
|
იშვიათად თანამშრომლობს თანატოლთან წყვილში მუშაობის დროს.
|
ხშირად თანამშრომლობს თანატოლთან წყვილში მუშაობის დროს.
|
ყოველთვის თანამშრომლობს თანატოლთან წყვილში მუშაობის დროს,
|
Comments
Post a Comment